გამარჯობათ ძვირფასო ბოსლეველებო!
გილოცავთ, დაფუძნდა საზოგადოება ბოსლეველი, გთავაზობთ წესდებას:
მიღებულია არასამეწარმეო არაკომერციული პირის „საზოგადოება ბოსლეველის“ დამფუძნებელთა #1 კრების მიერ 2021 წლის 21 თებერვალს
საზოგადოება ბოსლეველი
წ ე ს დ ე ბ ა
თბილისი 2021
ზოგადი დებულებანი
1.1. საზოგადოება ბოსლეველი (შემდგომში საზოგადოება) არის არასამეწარმეო
(არასამთავრობო) იურიდიული პირი, რომელიც ფლობს განკერძოებულ ქონებას,
ხსნის საანგარიშსწორებო, საკრედიტო, სავალუტო და სხვა ანგარიშებს, როგორც
საქართველოს ისე საზღვარგარეთის საბანკო დაწესებულებებში. იგი თავის
ქონებით დამოუკიდებლად აგებს პასუხს და საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა
და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს
მოსარჩელედ და მოპასუხედ. საზოგადოებას აქვს ბლანკი, ბეჭედი, საიტი, საფოსტო
მეილი და სხვა რეკვიზიტები.
1.2. საზოგადოება მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობისა და მოცემული
წესდების შესაბამისად.
1.3. საზოგადოებას უფლება აქვს გაწევრიანდეს შესაბამის ან სხვა სახის
ორგანიზაციებში, მათ შორის საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებში.
ჰქონდეს საერთაშორისო კონტაქტები, დადოს შესაბამისი შეთანხმებები,
მონაწილეობდეს იმ ღონისძიებათა განხორციელებაში, რომელიც არ
ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
1.4. საზოგადოება იქმნება და მოქმედებს წევრთა ნებაყოფილობის, თანასწორ-
უფლებიანობის, თვითმართველობისა და კანონიერების პრინციპებზე.
1.5. საზოგადოების იურიდიული მისამართია: ზესტაფონის რაიონი სოფელი
ბოსლევი
1.6. საზოგადების ელექტრონული ფოსტის მისამართია: boslevelebi@gmail.com
2. საზოგადოების მიზნები
2.1 საზოგადოება იქმნება ქართული სოფლის (სოფელ ბოსლევის) აღორძინებისა და
ხელშეწყობისათვის.
2.2 საზოგადოების ძირითადი მიზნებია:
ა) ქართული სოფლის (სოფელ ბოსლევის) აღორძინებისა და განვითარებისათვის
ზრუნვა.
ბ) ფლორის, ფაუნის, ეკოლოგიური პირობების დაცვა და მონიტორინგი.
გ) ტყის მასივებისა და ბუნებრივი რესურსების გამოყენების კანონიერების
მონიტორინგი და სათანადო ღონისძიებების განხორციელება.
დ) გარემოს დაცვაზე ზრუნვა და საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების
ამაღლება.
ე) სოფლის ბუნებრივი პირობების შესწავლა და მოსახლეობისათვის სათანადო
სამეურნეო საქმიანობისათვის ხელისშეწყობა.
ვ) სოფლის მკვიდრთა და სოფლიდან წასულ პირთა საყოფაცხოვრებო პირობების
შესწავლა, მათთვის სათანადო დახმარების აღმოჩენა და სოციალურ-ეკონომიკური
მდგომარეობის გაუმჯობესება.
ზ) კულტურის, ხელოვნების, ისტორიული ძეგლების მოვლა-პატრონობა და დაცვა.
თ) ახალგაზრდობის სულიერი და ფიზიკური აღზრდისათვის, მათი განათლების,
ჯანსაღი ტრადიციების და ქრისტიანული (მართმადიდებლური) ზნეობისათვის
ხელისშეწყობა და ზრუნვა.
ი) სახელმწიფო ორგანოებთან (ადგილობრივი მმართველობის და
თვითმართველობის ორგანოებთან), თანამშრომლობა მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების და წედებაში დასახული სხვა ამოცანების განხორციელების მიზნით.
3. საზოგადოების სტრუქტურა
3.1. საზოგადოების მართვა ხორციელდება თვითმმართველობის საწყისებზე.
3.2. საზოგადოებას ხელმძღვანელობს: საზოგადოების წევრთა საერთო კრება,
საზოგადოების გამგეობა, საზოგადოების თავმჯდომარე და საპატიო თავმჯდომარე.
4. საზოგადოების წევრთა კრება
4.1. საზოგადოების უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანოა საზოგადოების წევრთა კრება
(შემდგომში `კრება~).
4.2. კრების კომპეტენციას განეკუთვნება:
– წესდების დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა.
– საზოგადოების საქმიანობის ძირითადი მიმართულებების, გეგმებისა და
მიზნობრივი პროგრამების დამტკიცება.
– საზოგადოების თავმჯდომარისა და საპატიო თავმჯდომარის არჩევა.
– საზოგადოების გამგეობის წევრთა რაოდენობის განსაზღვრა და მათი არჩევა.
– საზოგადოების მიერ არჩეულ პირთა ანგარიშების მოსმენა და
მათი გაწვევა.
– საზოგადოების თავმჯდომარის წარდგინებით საზოგადოების ლიკვიდაციის ან
რეორგანიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, სალიკვიდაციო ბალანსის
დამტკიცება.
4.3. საზოგადოების მორიგი კრება მოიწვევა თავმჯდომარის მიერ წელიწადში
ერთხელ, ხოლო რიგგარეშე კრების მოწვევის უფლება აქვს: თავმჯდომარეს,
საზოგადოების გამგეობას ან საზოგადოების წევრთა სულ ცოტა ერთ მესამედს.
4.4. კრება უფლებამოსილია თუ მის მუშაობაში მონაწილეობს საზოგადოების წევრთა
ნახევარზე მეტი.
4.5. კრებაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა უმრავლესობით, თუ წესდებით
სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ხმების თანაბრად გაყოფისას ტარდება
ხელახალი კენჭისყრა. თუ ხელახალი კენჭისყრის შედეგად ხმები კვლავ გაიყო,
საკითხი მოხსნილად ითვლება.
5. საზოგადოების გამგეობა
5.1. საზოგადოების მუდმივმოქმედი ორგანოა საზოგადოების გამგეობა (შემდგომში `
გამგეობა~).
5.2. გამგეობის კომპეტენციას განეკუთვნება:
– საზოგადოების საქმიანობის ძირითადი მიმართულებების, გეგმებისა და
მიზნობრივი პროგრამების შემუშავება.
– თავმჯდომარის წარდგინებით საზოგადოების განყოფილებების (სამსახურების),
მუდმივი და დროებითი კომისიების შექმნა, მათი ფუნქციებისა და ხელმძღვანელთა უფლებამოსილების დამტკიცება.
– საზოგადოების სამსახურების და დროებითი კომისების საქმიანობის ანგარიშის მოსმენა.
– საზოგადოების სამსახურების მუშაკთა შტატებისა და ხელფასების დამტკიცება.
– თავმჯდომარის წარდგინებით საზოგადოების წევრად მიღებისა და საზოგადოებიდან მისი გარიცხვის საკითხის გადაწყვეტა.
– საწევრო გადასახადის ოდენობისა და გადახდის წესის დადგენა.
– საზოგადოების საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხების განხილვა და
გადაწყვეტა, გარდა იმ საკითხებისა, რომლებიც კრებას განსაკუთრებულ
კომპეტენციას განეკუთვნება.
5.3. გამგეობის საქმინობას ხელმძღვანელობს საზოგადოების თავმჯდომარე.
5.4. გამგეობის სხდომები ტარდება საჭიროების მიხედვით და მოიწვევა
საზოგადოების თავმჯდომარის მიერ ან გამგეობის წევრთა ერთი მესამედის
მოთხოვნით.
5.5. გამგეობა უფლებამოსილია გადაწყვიტოს მის განსახილველად წარმოდგენილი
საკითხები, თუ სხდომას ესწრება გამგეობის წევრთა უმრავლესობა.
გამგეობა გადაწყვეტილებას იღებს ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების
თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.
6. საზოგადოების თავმჯდომარე და საპატიო თავმჯდომარე
6.1. საზოგადოების საქმიანობას წარმართავს საზოგადოების თავმჯდომარე,
რომელსაც გამგეობის შემადგენლობიდან სამი წლის ვადით ირჩევს საზოგადოების კრება.
6.2. საზოგადოების საქმიანობის წარმართვაში აქტიურად მონაწილეობს საზოგადოების საპატიო თავმჯდომარე, რომელსაც გამგეობის შემადგენლობიდან სამი წლის ვადით ირჩევს საზოგადოების კრება.
6.3. საზოგადოების თავმჯდომარე და საპატიო თავმჯდომარე:
– საზოგადოების თავმჯდომარე მოქმედებს საზოგადოების სახელით და წარმოადგებს მას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.
– საზოგადოების თავმჯდომარე საპატიო თავმჯდომარესთან შეთანხმებით ახორციელებს საზოგადოების ოპერატიულ მართვას, ხელმძღვანელობს პროექტებისა და პროგრამების შედგენას და უზრუნველყოფს მათ რეალიზაციას.
– საზოგადოების თავმჯდომარე საზოგადოების კრებას დასამტკიცებლად წარუდგენს საზოგადოების საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, გეგმებსა და მიზნობრივ პროგრამებს, წლიური საქმიანობის ანგარიშს.
– საზოგადოების თავმჯდომარე იწვევს მორიგ და რიგგარეშე კრებას.
– საზოგადოების თავმჯდომარე იწვევს და საპატიო თავმჯდომარესთან შეთანხმებით უძღვება გამგეობის სხდომებს და ხელმძღვანელობს მის საქმიანობას.
– საზოგადოების თავმჯდომარე საპატიო თავმჯდომარესთან შეთანხმებით უზრუნველყოფს კრებისა და გამგეობის გადაწყვეტილებათა შესრულებას.
- საზოგადოების თავმჯდომარე გამგეობასთან ერთად განსაზღვრავს, სამსახურების, დროებითი კომისიების და მათი ხელმძღვანელობის წევრების უფელბამოსილებასა და ფუნქციებს.
– საზოგადოების თავმჯდომარე საზოგადოების წესდებით გათვალისწინებული მიზნებისათვის ახორციელებს საზოგადოების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას, პროგრამებისა და პროექტებისათვის შეძენილი და გამოყოფილი ფულადი სახსრებისა და მატერიალური რესურსების დანიშნულებისამებრ ხარჯვას.
– საზოგადოების თავმჯდომარე საზოგადოების სახელით დებს შეთანხმებებს, ხელშეკრულებებს, იძენს და ასხვისებს საზოგადოების ქონებას, გასცემს მინდობილობებს.
– საზოგადოების თავმჯდომარე გამგეობასთან შეთანხმებით ქმნის საზოგადოების სამსახურებს და დროებით კომისიებს.
– საზოგადოების თავმჯდომარე ნიშნავს და გამგეობას დასამტკიცებლად წარუდგენს საზოგადოების სამსახურების ხელმძღვანელებს.
– საზოგადოების თავმჯდომარე ამტკიცებს საზოგადოების სამსახურების დებულებებს.
– საზოგადოების თავმჯდომარე ადგენს და გამგეობას დასამტკიცებლად წარუდგენს საზოგადოების სამსახურების თანამშრომელთა შტატებსა და ხელფასებს.
– საზოგადოების თავმჯდომარე შესაბამისი ხელმძღვანელის წარდგინებით ამტკიცებს საზოგადოების სამსახურების პასუხისმგებელ მუშაკებს.
– საზოგადოების თავმჯდომარე ქმნის სხვადასხვა ფონდებს, ზრუნავს საზოგადოების ქონების გაზრდაზე და უზრუნველყოფს საზოგადოების შემოსავლებს.
– საზოგადოების თავმჯდომარე ხსნის ანგარიშებს ეროვნული და უცხოური ვალუტით საბანკო დაწესებულებებში, ხელს აწერს საზოგადოების საფინანსო და სხვა ოფიციალურ დოკუმენტებს.
– საზოგადოების თავმჯდომარე ახორციელებს კანონმდებლობით და წესდებით ნებადართულ სხვა საქმიანობას.
6.3. საზოგადოების თავმჯდომარის გადადგომის შემთხვევაში გამგეობა
დაუყოვნებლივ იწვევს რიგგარეშე კრებას, რომელიც ირჩევს საზოგადოების
ახალ თავმჯდომარეს.
6.4. საზოგადოების თავმჯდომარის მიერ გარკვეული მიზეზებით უფლება-
მოვალეობის დროებით შეუსრულებლობის შემთხვევაში,
საზოგადოების თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს საპატიო თავმჯდომარე ან გამგების გადაწყვეტილებით გამგეობის ერთ-ერთი წევრი.
6.5. საზოგადოების თავმჯდომარეს გამგეობასთან შეთანხმებით უფლება აქვს,
თავისი ნებისმიერი ფუნქციის (უფლებამოსილების) შესრულება დააკისროს საპატიო თავმჯდომარეს ან გამგეობის ერთ-ერთ წევრს.
7. საზოგადოების დამფუძნებლები და წევრები
7.1. საზოგადოება შედგება სრულუფლებიანი, ასოცირებული და საპატიო
წევრებისაგან, რომლებიც შეიძლება იყვნენ როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები.
7.3. საზოგადოების წევრი შეიძლება გახდეს საქართველოს მოქალაქე, ასევე
უცხოელი, რომელიც აღიარებს და ემორჩილება ამ წესდების მოთხოვნებს.
7.4. საზოგადოების სრულუფლებიან წევრს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს
საზოგადოების საქმიანობაში.
7.5. საზოგადოების ასოცირებული და საპატიო წევრების უფლება-მოვალეობანი
განისაზღვრება საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოების მიერ.
7.6. საზოგადოების წევრად მიღება და გასვლა ხდება წერილობითი განცხადების
საფუძველზე, რომელიც წარედგინება საზოგადოების თავმჯდომარეს.
საზოგადოების წევრი, რომელიც არ იცავს წინამდებარე წესდებას, შეიძლება
გარიცხული იქნას საზოგადოებიდან.
გადაწყვეტილებები საზოგადოებაში გაწევრიანების ან წევრობიდან გარიცხვის
შესახებ მიიღება გამგეობის მიერ.
7.7. საზოგადოების სრულუფლებიან წევრს უფლება აქვს:
ა) პირადად მიიღოს მონაწილება საზოგადოების საქმიანობასთან დაკავშირებული
საკითხების განხილვაში, მისი გეგმების, პროგრამების, პროექტებისა და
ღონისძიებების შემუშავებასა და განხორციელებაში.
ბ) აირჩიოს და არჩეულ იქნეს საზოგადოების ხელმძღვანელ ორგანოებში.
გ) დაასახელოს ასარჩევ პირთა კანდიდატურები.
დ) მონაწილეობა მიიღოს საზოგადოების საქმიანობაში.
7.8. საზოგადოების სრულუფლებიანი წევრი ვალდებულია:
ა) დაიცვას საზოგადოების წესდება.
ბ) შეასრულოს ხელმძღვანელი ორგანოების გადაწყვეტილებები.
გ) დაიცვას საზოგადოების ინტერესები და სახელი, იყოს ღირსეული მოქალაქე.
8. საზოგადოების ქონება და ფინანსები
8.1. საზოგადოების ქონებას შეადგენს ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, ასევე სხვა ფასეულობანი, რომლებიც ირიცხება საზოგადოების ბალანსზე.
საზოგადოებას შეუძლია ფლობდეს ან საკუთრებაში იქონიოს შენობები, ნაგებობები, მოწყობილობა, ინვენტარი და სხვა ქონება, რომელიც საზოგადოების საქმიანობის საჭიროებისათვის არის განკუთვნილი.
8.2. საზოგადოების ქონება იქმნება საწევრო, გრანტების ნებაყოფლობითი საქველმოქმედო შენატანებით და შემოწირულობებით. ასევე სხვა შემოსავლებით, რომელთა მოღება არ არის აკრძალული საქართველოს კანონმდებლობით.
8.3. საზოგადოებას უფლება აქვს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით წარმართოს საწარმოო და სამეურნეო საქმიანობა.
8.4. თავისი საწესდებო მიზნების შესასრულებლად, კანონით დადგენილი წესის მიხედვით, საზოგადოებას უფლება აქვს შექმნას ფონდები, გაერთიანებები, საწარმოები, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე საზღვარგარეთ, რომლებიც იმოქმედებენ საზოგადოების მიერ დამტკიცებული დებულების შესაბამისად.
8.5. საზოგადოება ეწევა თავისი საქმიანობის საბუღალტრო, სტატისტიკურ და ოპერატიულ აღრიცხვასა და ანგარიშგებას.
9. საზოგადოების პასუხისმგებლობა
9.1. საზოგადოება პასუხს აგებს თავის წევრთა მხოლოდ იმ ვალდებულებათა გამო, რაც დაკავშირებულია საზოგადოების საქმიანობასთან და მათ მიერ ნაკისრია კანონისა და წესდებით დადგენილი ნორმების შესაბამისად.
10. საზოგადოების საქმიანობის შეწყვეტა
10.1. საზოგადოების საქმიანობა წყდება თვითლიკვიდაციის, რეორგანიზაციის ან კანონით დადგენილ შემთხვევაში.
10.2. გადაწყვეტილებას საზოგადოების რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შესახებ კრება იღებს დამსწრეთა ხმების არა ნაკლებ ორი მესამედით.
10.3. საზოგადოების საქმიანობის შეწყვეტის შემთხევაში თავმჯდომარის მიერ ინიშნება სალიკვიდაციო კომისია, რომელიც ამტკიცებს ლიკვიდაციის პროცედურას. სალიკვიდაციო კომისია აფასებს არსებულ ქონებას, ავლენს კრედიტორებს, ახდენს მათთან ანგარიშსწორებას და ადგენს სალიკვიდაციო ბალანსს.
10.4. ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება ნაწილდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
10. 5. საზოგადოების დამფუძნებლები, გამგეობის წევრები, საზოგადოების თავმჯდომარე და საპატიო თავმჯდომარე.
ა. დამფუძნებლები:
- ზურაბ დგებუაძე პირადი N 01017000444 თბილისი, ლეოპოლდ ბილფელდის ქ. პირველი ჩიხი N1
- რამინ მახათაძე პირადი N 01004002179, თბილისი, ჟიული შარტავას ქ. 18გ. ბინა 4
- მამია ჭუმბურიძე პირადი N 01009004193, თბილისი, ვაჟა ფშაველას გამზირი, მე-5 კვ. პირველი კორპუსი მე-4 სადარბაზო, ბინა 74
- ვახტანგ ჭუმბურიძე პირადი N18001014897, თბილისი, გლდანის მე-3 მკრ. კორპუსი 2. ბინა 20
ბ. გამგეობის წევრები:
- რამინ მახათაძე პირადი N 01004002179, თბილისი, ჟიული შარტავას ქ. 18გ. ბინა 4
- მამია ჭუმბურიძე პირადი N 01009004193, თბილისი, ვაჟა ფშაველას გამზირი, მე-5 კვ. პირველი კორპუსი მე-4 სადარბაზო, ბინა 74
- ვახტანგ ჭუმბურიძე პირადი N18001014897, თბილისი, გლდანის მე-3 მკრ. კორპუსი 2. ბინა 20
- ზურაბ დგებუაძე პირადი N 01017000444 თბილისი, ლეოპოლდ ბილფელდის ქ. პირველი ჩიხი N1
გ. საზოგადოების თავმჯდომარე და საპატიო თავმჯდომარე:
- თავმჯდომარე: ზურაბ დგებუაძე პირადი N 01017000444 თბილისი, ლეოპოლდ ბილფელდის ქ. პირველი ჩიხი N1
- საპატიო თავმჯდომარე: მამია ჭუმბურიძე პირადი N 01009004193, თბილისი, ვაჟა ფშაველას გამზირი, მე-5 კვ. პირველი კორპუსი მე-4 სადარბაზო, ბინა 74