რესურსები

ბოსლევი მდიდარია სხვადასხვა რესურსებით, უპირველესი და განმსაზღვრელი ბოსლევის საზოგადოებაა, რომელიც გამორჩეულია თავისი მდიდარი ისტორიით, კულტურით, სტუმართმოყვარეობით, შემოქმედებითი უნარით, განათლებით და სხვა მრავალი ღირშესანიშნავი თვისებით. ბოსლევს ჰყავდა, ჰყავს და მუდამ ეყოლება გამორჩეული ადამიანები, რომლებსაც დიდი წვლილი აქვთ შეტანილი (ან შეიტანენ) სოფლის წინსვლის და განვითარების საქმეში, მისი სულიერი, კულტურული თუ მატერიალური სიმდიდრის შექმნაში. ჩვენი აზრით მთავარ ამოცანას წარმოადგენს, რომ საზოგადოებას გავაცნოთ ყველა ასეთი ადამიანი, წარმოვაჩინოთ და წავახალისოთ ყველა ის ბოსლეველი, რომელსაც გააჩნია მომავლის ხედვა, შრომის და ბრძოლის უნარი, სასიკეთო ინიციატივების წამოწყების და განხორციელების ნება. ერთერთი მნიშვნელოვანი როლის შესრულება ამ საიტსაც შეუძლია, განსაკუთრებით კი ადამიანების კონსოლიდირებაში. იმედი გვაქვს რომ საიტი მოიპოვებს პოპულარობას და გახდება ბოსლეველების გამაერთიანებელი სოფლის წინსვლის და აღორძინების საქმეში, ველოდებით თქვენს აქტიურობას და მხარდაჭერას. სიამოვნებით გამოვაქვეყნებთ თქვენს მიერ მოწოდებულ საინტერესო ისტორიებს და გავაცნობთ მათ საზოგადოებას.

მომავალში ვისაუბრებთ ყველა იმ რესურსზე რომელიც ჟერ კიდევ აუთვისებელია და საჭიროებს სხვადასხვა სახის აქტივობებს მოსახლეობის თუ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან.

ნიყვი ბოსლევის ტყეში და შინ მოტანილი, ნამდვილი საოცრებაა