წმინდა გიორგი

ბოსლევის მთავარი ღირშესანიშნაობაა წმინდა გიორგის ეკლესია. იგი წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს და თითოეული ბოსლეველის (და არა მარტო ბოსლეველის) სიამაყეა. მასზე ზრუნვა თითოეული ბოსლეველის საპატიო მოვალეობაა და რაოდენ სასიხარულოა, რომ ისინი ამ საქმეშიც გამორჩეულები არიან. პირველ რიგში სწორედ მათი დამსახურებაა, რომ ეკლესია დღეს უკვე მოქმედია და მამა სიმონი აქ წირვა-ლოცვებს, ნათლობებს, ჯვრისწერებს და სხვადასხვა საეკლესიო რიტუალებს ატარებს. მომავალში თითოეული ადამიანის წვლილზე ვისაუბრებთ, ახლა კი სასიამოვნო სიახლეს გამცნობთ: მამა სიმონის ინიციატივით შეიქმნა სოფელ ბოსლევის წმ გიორგის სახ.საქველმოქმედო ფონდი, რომლის დირექტორიც ამ ეტაპზე არის ვახტანგ ჭუმბურიძე. ფონდის ფუნქციონირების შესახებ მომავალში ვისაუბრებთ, პირველ რიგში გაგაცნობთ ფონდის ანგარიშის ნომერს, რომელიც ახლახანს მოგვანიჭა თბს ბანკმა. აქამდე შემოწირულობები პირად ანგარიშზე ირიცხებოდა და უკვე მოხერხდა კანკელის დარჩენილი ნაწილის შემოსვა ღვთისმშობლისა და მაცხოვრის ხატებით, რაც მთავარია მოიხატა საკურთხევლის ერთი ფენა მოციქულთა ხატებით (მოხატა გელა კენჭუაშვილმა 2022 წლის ივლისი- აგვისტო) უკვე შემოსულია მეორე ნაწილის მოხატვისათვის გარკვეული რაოდენობის თანხა და შემოწირულობები გრძელდება, ჩვენი თხოვნაა, რომ თანხა ჩაირიცხოს ანგარიშზე:

GE69TB7915045061100063

თბს ბანკი

დირექტორი: ვახტანგ ჭუმბურიძე

აქვე გთავაზობთ უკვე შესრულებული სამუშაოების ფოტოებს:

წმინდა გიორგის შესახებ

წმინდა მოწამე დიოკლეტიანე მეფის დროს ტრივონთა მეთაური იყო. დიოკლეტიანემ და მაგნენტიოსმა კერპთმსახურება ააღორძინეს და გასცეს ბრძანება ქრისტიანთა დევნილებისა და იმ მორწმუნეთა დაწინაურების შესახებ, რომელნიც უარყოფდნენ ახალ რელიგიას. ხოლო ვინც შეეწინააღმდეგებოდა მეფის განაჩენს, საზარელი სიკვდილით დასჯა ემუქრებოდა.

გადმოცემით ამ დროს გამობრწყინდა ყოვლად წმინდა სამების ახოვანი მხედარი, რომელიც მეფესთან შევიდა და მის წინაშე იქადაგა ქრისტიანობა, კერპთა ცბიერება და მისი მიმდევარი კი გაკიცხა. დიოკლეტიანემ ვერაფრით შეძლო წმინდა გიორგის გადაბირება, ამიტომაც პირმოთნეობა დაუტევა, ჭეშმარიტი სახე სიბოროტისა გამოავლინა და მისი ტანჯვა განიზრახა. თავდაპირველად მეფემ მუცლის ლახვრით განგმირვა ბრძანა. წმინდანის ხორცის შეხებისას ლახვარი სანთელივით მოიდრიკა. როცა ამგვარად ვერაფერი დააკლო, დიოკლეტიანემ წმინდა გიორგი ურმის თვალზე დააკვრევინა, დაღმართზე კი მახვილები დააგებინა, რის შედეგადაც მოწამის სხეული მრავალ ნაწილად დაჭრა. მაგრამ ღმრთის ანგელოზის გარდამოსვლით წმინდა გიორგი მეყსეულად განიკურნა და ასე განახლებული ბრწყინვალებით წარდგა მეფისა და მისი მეგობრის მაგნენტიონის წინაშე. ამ სასწაულმა მრავალი ადამიანი მოაქცია ქრისტეს რჯულზე, რისთვისაც ქალაქგარეთ თავისმოკვეთით დასაჯა ისინი. ქრისტიანობა მეფის მეუღლე ალექსანდრიამაც ირწმუნა, რომელმაც დეოკლიტიანეს წინაშე უშიშრად აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი, დედოფალი დაატყვევეს. ქრისტეს მხედარი ახლად დამბალ კირში ჩააგდეს, იგი სამი დღე იმყოფებოდა ასეთ მდგომარეობაში, წმინდა გიორგი ამ განსაცდელსაც უვნებლად გადაურჩა. გამძვინვარებულმა მეფემ ლურსმნებგაყრილი ფეხსაცმელები ჩააცვა ფეხზე და აიძულა ერბინა. ამავე დროს სასტიკად გაშოლტეს, რის შედეგაც მაგნენტიოსმა დაფლული მკვდრის სასწაულთქმედებით გაცოცხლება სთხოვა.

გადმოცემის თანახმად წმინდა გიორგი დაიბადა კაპადოკიაშიIII საუკუნის მეორე ნახევარში. იგი იყო დიდებული ოჯახის შვილი. მის მამას გერონტიოსი, დედას კი – პოლიხრონია ერქვა. დედამ წმინდა გიორგის შეასწავლა საღმრთო წიგნები და ჭეშმარიტი სარწმუნოება.

წმინდა გიორგიმ ილოცა და საკვირველებაც აღსრულდა: საფლავს თავი აეხადა, საიდანაც გამოვიდა მიცვალებული, იგი ფეხებში ჩაუვარდა და უფალს დიდება შესწირა, ხოლო მეფის კითხვაზე, ვინ არის და რამდენი ხნის გარდაცვლილი, მკვდრეთით აღმდგარმა უპასუხა:„მე ქრისტეს მოსვლამდე ვცხოვრობდი და კერპთა საცთურისათვის აქამდე ცეცხლში ვიწვოდიო“. ამ დიდებულმა სასწაულმაც მრავალი ქრისტიანი შეჰმატა ეკლესიას, მათ შორის ნეტარი გლიკერიც, რომელიც ღმრთის აღიარებისათვის მახვილით დაისაჯა. ათანასე გრძნეული, რომელმაც დაინახა თუ არა გრძნეულების უძლურება, ჭეშმარიტება აღიარა და ქრისტეს მსხვერპლად შეიწირა. მთავარმოწამე კერპთმსახურთა ტაძარში შევიდა და უბრძანა კერპს, ეთქვა, ვინ იყო ჭეშმარიტი ღმერთი. ხოლო ეშმაკის პირით კერპმა მეყსეულად აღიარა:„ქრისტეა ერთადერთი ღმერთიო“, რის შედეგაც ყველა კერპი შეიძრა და შეიმუსრა. ეშმაკის მსახურებმა ვეღარაფერი გააწყვეს წმინდა გიორგის წინაშე, შეიპყრეს იგი და დიოკლეტიანეს მისი მოკვლა სთხოვეს. მეფემ წმინდა გიორგის და ალექსანდრია დედოფლის სიკვდილით დასჯა ბრძანა. წმინდა გიორგის თავი მოჰკვეთეს, ხოლო ალექსანდრიამ ილოცა და უმახვილოდ განუტევა სული

  • იხილეთ შემომწირველთა სია:

გვარი, სახელი, მამის სახელითანხა(ლ)თარიღიშენიშვნა
1.ჭუმბურიძე ალექსანდრე ერასტის ძე10.08.21
2.ჭუმბურიძე ვახტანგ ვახტანგის ძე 10.08.21
3.მჭედლიძე გიზო დავითის ძე10.03.21
4.მჭედლიძე როინი ლევანის ძე28.08.21
5.მჭედლიძე გურამ ვასილის ძე29.08.21
6.მუმლაძე რატი  იულონის  ძე28.08.21
7.მჭედლიძე ზვიადი მიხეილის ძე10.09.21
8.მახათაძე გურამ ზაურის ძე10.09.21
9.მუმლაძე ლელა ჯონდოს ას(მასწ)11.09.21
10.ხვედელიძე ლალა საბას ასული11.09.21
11.მანჯავიძე როლანდი სიმონის ძე27.09.21
12.მახათაძე ბადრი ნოდარის ძე11.10.21
13.მჭედლიძე ნინო თამაზის ას12.10.21
14.მჭედლიძე თემურ ტარიელის ძე12.10.21
15.კუკულდავა მაია12.10.21
16.ჭუმბურიძე კახა12.10.21
17.ჩხეიძე ფრიდონ თამაზის ძე12.10.21
18.მჭედლიძე ჯუმბერ შოთას ძე12.10.21
19.ცუცქირიძე რაულ  რეზოს ძე12.10.21
20.გარდავა თინა13.10.21
21.კაპანაძე ნესტანი ავთანდილის ასული  (ხუციშვილები:ტარიელი, ზურაბი, ქეთევანი)13.10.21
22.ნასარაია თენგიზ აკაკის ძე16.10.21
23.ხუციშვილი ზურაბი,
ანია მბრიაშვილი,  ნიცა ხუციშვილი
24.10.21
24.კაპანაძე ტარიელ ავთანდილის ძე29.10.21
25.ურიადმყოფელი ეკა ალექსანდრეს ძე29.10.21
26.კევლიშვილი ბესიკ ჯონდოს ძე3.11.21
27.მჭედლიძე მურმანი დავითის ძე7.11.21
28.მჭედლიძე კახა ნიკოლოზის ძე7.11.21
29.მჭედლიძე მამუკა გიორგის ძე7.11.21
30.მახათაძე ნიკა ვლადიმერის ძე16.11.21
31.კაპანაძე თინათინ ავთანდილის ასული09.03.22
32.ბოჭოიძე ლელა თამაზის ასული24.03.22
33.გაჩეჩილაძე  მაია  ოთარის ასული05.04.22
34.სონიძე მიხეილ  ვახტანგის ძე15.07.22
35.კაკულია  ნიკა19.07.22
36.მჭედლიძე ხვიჩა დავითის ძე19.07.22
37. მახათაძე ირმა შოთას ასული21.07.22
38.ჭუმბურიძე ლაშა ბეჟანის ძე21.07.22
39.მჭედლიძე როლანდი რამაზის ძე21.07.22
40.მჭედლიძე თამაზი ბიქტორის ძე21.07.22
41.მუმლაძე ნუგზარი ვლადიმერის ძე22.07.22
41.მჭედლიძე ამირან იურის ძე22.07.22
43.მახათაძე გურამ ზაურის ძე22.07.22
44.მახათაძე ბექა მალხაზის ძე22.07.22
45.ჭუმბურიძე პაატა ვახტანგის ძე22.07.22
46.მჭედლიძე ლაშა ტარიელის ძე26.07.22
47.კაპანაძე ფრიდონი ავთანდილის ძე, ქრისტინე კაპანაძე, გიორგი სადუნიშვილი, მაია სადუნიშვილი2.08.22
48.დგებუაძე ზურა2.08.22
49.დარიცხული %77,65
სულ4724,65გადახდილია
4300 ლ
სამუშაოები შესრულდა
24 ლარი გადავიხადეთ ალპინაში
დარჩენილი თანხა400,65
50.ხუციშვილი ქეთევან, დავით ბენიაიძე2.08.22
51.კენჭუაშვილი გელა2.08.22
52.წიგნაძე იზა6.08.22
53.ნებიერიძე ზვიადი11.08.22
54.ჩაფიძე ვალერი11.08.22
55.მახათაძე ნიკოლოზ ვლადიმერის ძე29.08.22
56.მჭედლიძე დავით რევაზის ძე1.09.22
57.მანჯავიძე როლანდი სიმონის ძე23.09.22
58.ლორთქიფანიძე დარეჯან9.11.22
59.ჭუმბურიძე ვახტანგ ვახტანგის ძე10.11.22
60.ლომსაძე ლევანი2.01.23
61.წიგნაძე იზა31.01.23
62.ჭუმბურიძე ნატო13.02.23
63.კაპანაძე სოსო19.04.23
64.მახათაძე ხვიჩა ომარის ძე23.04.23
65.ჩაფიძე ვალერი14.05.23
66.ლომსაძე ლევანი09.07.23
67.მჭედლიძე დავით გიზოს ძე10.07.23
68.ვანო ბუიღლიშვილი, (მაია მახათაძე)16.07.23
69.მჭედლიძე დავით3.07.23
70.ჩხეიძე ინგა16.07.23
71.ჭუმბურიძე მაია16.07.23
72.მახათაძე ბონდო გოჩას ძე18.07.23
73.სონიძე მიხეილ ვახტანგის ძე19.07.23
74.ჩაფიძე ვალერი14.07.23
75.ურიადმყოფელი მანუჩარ რამინის ძე10.07.23
76.ვალერი ჩაფიძე20.07.23
77.ირინა ფერაძე22.07.23
78.რომა ჭოლიკაური (ლელა მახათაძე)24.07.23
79.გოდერძი მახათაძე სერგოს ძე24.07.23
80.მარინა ვახტანგის ას. მჭედლიძე(ცისანა)24.07.23
81.მახათაძე ლიანა ნოდარის ასული25.07.23
82.როლანდი მჭედლიძე რამაზის ძე26.07.23
83.მახათაძე ბონდო გოჩას ძე26.07.23
84.მუმლაძე ზაზა ვაჟას ძე28.07.23
85.მჭედლიძე ამირან იურის ძე20.07.23იყიდა ალპინა და შპაკლი
86.ცუცქურიძე რაულ4.08.23
87.მახათაძე ირმა შოთას ასული4.08.23
88.ურიადმყოფელი ლიანა ავთანდილის10.08.23
89.მჭედლიძე მარიტა ხვიჩას ასული15.08.23
90.მჭედლიძე თამთა ამირანის ასული15.08.23
91.მჭედლიძე რამინი ამირანის ძე15.08.23
92მუმლაძე ვაჟა ვლადიმერის ძე21.08.23
93. მუმლაძე ლია იულონის ასული21.08.23
94.ჭუმბურიძე ალექსანდრე ერასტის ძე21.07.23
95.კაკულია ნიკა 22.08.23
96.მახათაძე ნიკოლოზ ვლადიმერის ძე2.09.23
97.ჭუმბურიძე ვახტანგ ვახტანგის ძე24.09.23
98.მახათაძე ნესტანი23.01.24
99.სალომე წაქაძე(რამინი მჭედლიძე)23.06.24
100.რევაზ ცუცქირიძე2.08.24
101.თენგიზ ჭუმბურიძე2.08.24
102.ლიანა იურჩენკო2.08.24
103.ანა გოროზია2.08.24
104.ჭუმბურიძე ლაშა4.08.24
105.მოდებაძე ტარიელ9.08.24
106.გელაშვილი ლია(თემური)11.08.24
107.მჭედლიძე ამირან  იურის ძე10.09.24
108.მახათაძე ნიკა ვლადიმერის ძე5.09.24
109.ჭუმბურიძე ირაკლი  ვახტანგის ძე10.09.24
110.სონიძე მიხეილ ვახტანგის ძე10.09.24
111.ჭუმბურიძე ლაშა17.09.24
112.გაჩეჩილაძე მაია ოთარის 17.09.24
113.ჭუმბურიძე ბონდო
114.ჭუმბურიძე რობერტი
115.ჩაფიძე ბუხუტი
116.მჭედლიძე გრიგოლი
117.ბურჯანაძე მალხაზი
118.ჩაფიძე ნუგზარი
119.ჩაფიძე რამინი
120.ფერაძე ანდრო
121.ნებიერიძე მალხაზი
122.ჭუმბურიძე მაყვალა
123.მჭედლიძე იზო
124.ჭუმბურიძე მარინა
125.ჭუმბურიძე ზურიკო
126.ჭუმბურიძე მზევინარი
127.მახათაძე მანუჩარი
128.მახათაძე ამირანი
129.აბუთიძე რევაზი
130.ნებიერიძე მამუკა
131.მჭედლიძე ლუკა
132.მახათაძე ვლადიმერი
133.მახათაძე მინდია
134.ლაბაძე გაგა
135.ჭუმბურიძე ზაირა
136.მახათაძე მურთაზი
137.ქაშაკაშვილი სოსო
138.მახათაძე რუსუდანი
139.მახათაძე ამირანი
140.ნიქაცაძე ნანა
141.ტყემალაძე მიშიკო
142.ცერცვაძე ბექა
143.ლესელიძე დათო
144.ჩაფიძე ლიკა
145.მუმლაძე დათო
146.ჭუმბურიძე თომა
147.მახათაძე ნიკო
148.მახათაძე რუსკა
149.დუბაძე ელენე
150.ჭუმბურიძე მერაბი
151.მახათაძე ნიკოლოზ
152.მახათაძე კოტე
153.კობახაძე ლადი
154.მჭედლიძე დათო
155.მახათაძე რობერტი
156.მახათაძე ჯიმშერი
157.მუმლაძე კობა
158.ცერცვაძე ამირან
159.მახათაძე ტრისტანი
160.ცუცქირიძე ციური
161.მახათაძე გურამი
162.მახათაძე ცეზარი
163.მახათაძე ფირუზი
164.კახნიაშვილი გიორგი
165.მახათაძე გივი
166.მახათაძე გელა
167.მახათაძე ლაშა
168.მერი მიქაბერიძე
169.ზიბზიბაძე ფავრიზი
170.გურგენიძე ელგუჯა
171.ყაველაშვილი ლიკა
172.მახათაძე ბეჟანი
173.კახნიაშვილი ტარიელ
174.მახათაძე თამაზი
175.მუმლაძე გია
176.მახათაძე ბონდო
177.მახათაძე გოგი
178.მიქაბერიძე იმედი
179.კაპანაძე თამაზი
180.ფერაძე ზურია
181.მახათაძე გია
182.მახათაძე რობერტი
183.მოდებაძე მთვარისა18.09.24
184.ჭუმბურიძე ალექსანდრე18.09.24
185.მჭედლიძე გოდერძი22.09.24
186.ცუცქირიძე რაულ23.09.24
187.მახათაძე დავით24.09.24
188.ცაგარეიშვილი კახაბერი3.10.24
189.ჭუმბურიძე ირმა3.10.24
190.მახათაძე ელდარი13.10.24
193.მახათაძე ბესო მალხაზის ძე30.10.24
194.კაპანაძე ტარიელ ავთანდილის ძე30.10.24
195.მოდებაძე ტარიელი ავთანდილის ძე4.11.24
196.
197.
სულ შემოსულია 15204,65

    საკურთხევლის პირველი ნაწილის მოხატვის თანხამ შეადგინა 4340 ლ (22 კვ. მ,  ერთი კვადრატის ღირებულება  70$,   1$ უდრიდა 2,82 ლარს  იმ მომენტისათვის)
40 ლ ხატმწერმა გელა კენჭუაშვილმა შესწირა მოხატვას , ანუ მისმა გასამრჯელომ შეადგინა 4300 ლ
  საკურთხევლის მეორე ეტაპის მოხატვისათვის შემოსული თანხის ოდენობამ შეადგინა
4993 ლარი პირველი ეტაპიდან დარჩა 400,65 ლარი, ამიტომ სულ ანგარიშებზე  იყო 5393,65 ლარი
აქედან კანკელის ორი ხატისათვის (მაცხოვარი და ღვთისმშობელი) გადავიხადეთ 700 ლარი,  ხოლო ფონდის  ბარათის საკომისიომ წაიღო 70 ლარი
დარჩენილი თანხაა 4623,65 ლარი
 საკურთხევლის მეორე ეტაპის მოხატვის ფართმა შეადგინა 24 კვადრატული მეტრი
ხატმწერმა (გელა კენჭუაშვილი)  თითოეულო კვადრატის მოხატვისათვის აიღო 210 ლარი, ანუ სულ 5040 ლარი, მაგრამ აიღო 5000 ლარი.
ე.ი.  მოხატვის ვალია   376,35 ლარი
საკურთხევლის მესამე ეტაპის მოხატვის ფართმა შეადგინა 22 კვადრატული მეტრი
ხატმწერმა (გელა კენჭუაშვილი)  თითოეულო კვადრატის მოხატვისათვის აიღო 250 ლარი, ანუ სულ 5500 ლარი, მაგრამ აიღო 5400 ლარი. 100 ეკლესიას შესწირა
 
საკურთხევლის მეოთხე ეტაპის მოხატვის ფართმა შეადგინა 19 კვადრატული მეტრი
ხატმწერმა (გელა კენჭუაშვილი)  თითოეულო კვადრატის მოხატვისათვის აიღო 250 ლარი, ანუ სულ 4750 ლარი.
 
სულ საკურთხევლის მოხატვაზე გაწეული ხარჯები:
1.    კანკელის ხატები (მაცხოვარი და ღვთისმშობელი) 2022 წ——700 ლ
2.    მოციქულები (საკურთხეველი) 2022 წ.  ————————-4300 ლ
3.    ვედრება ( საკურთხეველი)   2023 წ. —————————– 5000 ლ
4.    მღვდელმთავრები  (საკურთხეველი)  2024 წ.——————-5400 ლ
5.    მთავარანგელოზები,  დავით აღმაშენებელი, დემეტრე
თავდადებული(საკურთხევლის თაღი) 2024 წ —————– 4750 ლ
 
 
 სულ საკურთხევლის მოხატვაზე  გაცემული თანხა  ——  20190 ლ
 
 
 
შემოსული თანხა: 15204,65
მაშასადამე, დავალიანება შეადგენს 4983,35 ლარს

შენიშვნა: ამ სიაში არ არის მითითებული იმ შემომწირველთა სია, ვინც ამირან მახათაძეს გადასცა თანხა. ველოდები მისგან მოწოდებულ ინფორმაციას და მაშინვე გამოვაქვეყნებ . ამირანმა მომაწოდა 1700 ლარი და მითხრა, რომ კიდევ 150 ლარი დაიხარჯა შემოღობვისათვის.(იყიდა ბადე)