ეს საიტი შექმნილია თქვენთვის, მისი მთავარი მისია არის ის, რომ ბოსლეველებს ჰქონდეთ შესაძლებლობა რაც შეიძლება მეტი იცოდნენ თავიანთი საყვარელი სოფლის, ბოსლეველების და ერთმანეთის შესახებ. საიტის მეშვეობით შესაძლებელია ბევრი სასიკეთო აზრის კონსოლიდაცია და სოფლის განვითარებაზე ორიენტირებულ გადაწყვეტილებებში მონაწილეობის მიღება. მრავალი მიზანი შეიძლება განვახორციელოთ თუ იქნება ამის საერთო ნება და ბრძოლის სურვილი.
იმედი გვაქვს, რომ საიტი მოიპოვებს პოპულარობას და გახდება პროგრესული იდეების მთავარი სამჭედლო. მაგალითისათვის: ყველას კარგად მოგეხსენებათ თუ რაოდენ რთული პერიოდი უდგას სოფელს, ერთერთი მთავარი პრობლემა მოსახლეობის მიგრაციაა, რისი გამომწვევი მიზეზებიც მრავალია, მაგრამ ალბათ უპირველესი ეკონომიური და საყოფაცხოვრებო ხასიათისაა, სოფელს კი მრავალი სხვადასხვა რესურსი გააჩნია, რომ ეს პრობლემები გადაწყდეს. საჭიროა ჯერ დავიწყოთ რესურსების მოძიება-შესწავლზე ფიქრი და შემდეგ მათ რეალიზაციაზე ზრუნვა. მოგვაწოდეთ თქვენი აზრები და ჩვენ მას გამოვაქვეყნებთ, დავიწყებთ მათ საჯარო განხილვას და დადებითი შეფასების შემთხვევაში დავიწყებთ განხორციელებაზე ზრუნვას.
გისურვებთ წარმატებებს!!!


